საყვარელიძე პოლიტიკაში წავიდა - კვირის პალიტრა

საყვარელიძე პოლიტიკაში წავიდა

დავით საყვარელიძე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურაში რეფორმებთან დაკავშირებით თავისი მისია ამოწურა და გამოცდილების გამოყენება პოლიტიკაში სურს. გავრცელებული ინფორმაციით, საყვარელიძე საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის რაიონში იქნება.