საარჩევნო გარემო დამძიმებულია - კვირის პალიტრა

საარჩევნო გარემო დამძიმებულია

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის" საერთაშორისო საზოგადოების შუალედური ანგარიშით, ბოლო თვეში საარჩევნო გარემო დამძიმდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 4 მაისიდან 4 ივნისამდე დაფიქსირდა პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების - 10, მუქარისა და ზეწოლის - 9, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების - 2, ჟურნალისტების საქმიანობისთვის  ხელის შეშლის - 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლის - 2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა. ანგარიშის მიხედვით, არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ კონტროლის პალატის რიგი ბრალდებები არ არის სათანადოდ დასაბუთებული და  ხშირ შემთხვევაში ფაქტები ურთიერთგამომრიცხავია ან არ ეყრდნობა რეალურ გარემოებებს.