აპატურაიმ დემოკრატიისკენ მოგვიწოდა - კვირის პალიტრა

აპატურაიმ დემოკრატიისკენ მოგვიწოდა

ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიისთვის მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტი და გამოცდა იქნება. აპატურაიმ თბილისში ყოფნისას ავღანეთის ოპერაციაში ქართველი სამხედროების წვლილზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. აპატურაი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა.