აშშ-მა კლინტონის ვიზიტი შეაჯამა - კვირის პალიტრა

აშშ-მა კლინტონის ვიზიტი შეაჯამა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტია შეფასებული და მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საარჩევნო და უსაფრთხოების თემას. აღნიშნულია, რომ სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში ბათუმში გამართულ სხდომაზე დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ღია და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა. "აშშ-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოს საშუალებას აძლევს, ახალი პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევით მოახდინოს დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდირება", - ნათქვამია განცხადებაში. აშშ-მა დააკონკრეტა, რა დახმარებას გაუწევს საქართველოს თავდაცვის სფეროში. მათ შორისაა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და შვეულმფრენთა პარკის განახლება.