ბასი მედიის პრობლემაზე საუბრობს - კვირის პალიტრა

ბასი მედიის პრობლემაზე საუბრობს

აშშ-ის ელჩ ჯონ ბასის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროცესები მაუწყებლების ვიწრო სპექტრის მიერ შუქდება და მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებათ  სხვა მაუწყებლებზე, რომლებიც განსხვავებულ მიდგომას გამოხატავენ. "ამერიკის ხმის" ცნობით, ამის შესახებ ბასმა ატლანტიკურ საბჭოზე გამართული დისკუსიისას განაცხადა. მისი თქმით, Must Carry-ს პრინციპის უკან დგას მიზანი, რომელიც მედიის ხელმისაწვდომობის პრობლემის დაძლევას გულისხმობს. თუმცა ელჩის თქმით, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება ქართველი საზოგადოების გადასაწყვეტია. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, კამპანიის - "ეს შენ გეხება" მონაწილეები და ბასი სხვადასხვა Must Carry-ზე საუბრობენ და კამპანიის მიერ წარდგენილი ვარიანტი ბუნდოვანი და უპრეცედენტოა. საპასუხოდ, "ეს შენ გეხებას" ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ბასმა ყველაფერი ნათლად თქვა და ხელისუფლება საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანს.