ფრენის ლიცენზია ჩამოართვეს - კვირის პალიტრა

ფრენის ლიცენზია ჩამოართვეს

ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფრენის  ლიცენზია მაშინ ჩამოურთმევია, როდესაც "ქართული ოცნების" ლიდერი პოლიტიკაში ახალი მოსული ყოფილა. ამას ადასტურებენ ივანიშვილის თანაგუნდელები და აცხადებენ, რომ მიზეზი ჟურნალისტებმა გიორგი კარბელაშვილს უნდა ჰკითხონ. კარბელაშვილს არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ, ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ ქართულ მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ ივანიშვილის საფრენი აპარატები ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება.