რონჟესი დაჰკითხეს - კვირის პალიტრა

რონჟესი დაჰკითხეს

კომპანია "გლობალ TV"-ის ამერიკელი მეწილე ალექსანდრე რონჟესი თბილისის აეროპორტში დააკავეს და თანამშრომელთა ოთახში მისი დაკითხვა 5 საათს გაგრძელდა. ადვოკატების ცნობით, რონჟესს კითხვებს უსვამდნენ უკანონო შემოსავლების შესაძლო ლეგალიზაციასთან დაკავშირებით აღძრული საქმის ფარგლებში, რომლებიც  მის მიერ განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებს შეეხებოდა. დაკითხვამდე რამდენიმე დღით ადრე რონჟესმა პრესკონფერენცია გამართა და "გლობალ TV"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო კომპანიას სატელიტური ანტენების დემონტაჟი მოუწევს, რაც  გაკოტრების ტოლფასია. მან მწუხარება გამოთქვა, რომ მთავრობა არ იცავს სიტყვის თავისუფლებას და ურჩევნია, კომპანია გაანადგუროს, ვიდრე მას ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანის საშუალება მისცეს (ვრცლად იხ. გვ. 7, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).