სუპერჯარიმები ივანიშვილისთვის - კვირის პალიტრა

სუპერჯარიმები ივანიშვილისთვის

კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ოქმების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო მოტივით მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დარიგების ბრალდებით 126.220.190 ლარით, თავისი კომპანიების მეშვეობით "ქართული ოცნებისთვის" ავტომობილებით შეღავათიან ფასად მომსახურებისთვის კი 22.429.941 ლარით დააჯარიმა. თანხამ სულ 148.650.131 ლარი შეადგინა. ივანიშვილის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. Mმეორე ინსტანციის სასამართლომ ანტენების გამო ჯარიმა 63.110.095 ლარამდე, ავტომობილებთან დაკავშირებით კი 11.214.970 ლარამდე შეამცირა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სანქციებს პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის დაჯარიმების კანონიერებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვი არსებობს და ეს უფრო პოლიტიკურ ოპონენტზე შეტევას ჰგავს.