"ღმერთი, სამშობლო, ადამიანი " - კვირის პალიტრა

"ღმერთი, სამშობლო, ადამიანი "

"ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ეს არის უდიდესი სიწმინდე, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, - "ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა ასეთი სიტყვები: "ენა, მამული, სარწმუნოება", რომელიც ჩვენ ცოტათი გავაფართოეთ და ასე ვთქვით, - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანისთვის". უწმინდესმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ადამიანმა ბოლო დროს ღვთისა და სარწმუნოების, მოყვასის შიში დაკარგა, შეიცვალა. "თითქმის ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია ძალადობისა და მკვლელობების შესახებ. "ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგეთ კრძალვა ღვთის წინაშე. უფალი ბრძანებს - "არა კაც ჰკლა" და ამას არ ვასრულებთ. დღეს ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, რას ვაკეთებთ სამშობლოსთვის, ოჯახისთვის ან პირადად ჩვენთვის", - ბრძანა ილია მეორემ.