თალიბებმა მძევლები აიყვანეს - კვირის პალიტრა

თალიბებმა მძევლები აიყვანეს

ქაბულში მდებარე ელიტურ სასტუმრო "სპაჟმაიში", სადაც ძირითადად ნატოს მაღალჩინოსნები და უცხოელი დიპლომატები არიან დაბინავებული, 5 თალიბი შეიჭრა და 40 პირი მძევლად აიყვანა. თალიბებმა თავდასხმის მიზეზად ის დაასახელეს, რომ სასტუმროში მეძავების მონაწილეობით ხმაურიანი საღამოები იმართება, რაც მუსლიმანურ წესებს ეწინააღმდეგება. ნატოს სპეცრაზმმა სასტუმრო შტურმით აიღო და ხუთივე თალიბი გაანადგურა. თუმცა ტერორისტებმა მანამდე 17 კაცი მოკლეს.