კატასტროფას 100 კაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

კატასტროფას 100 კაცი ემსხვერპლა

ინდონეზიის ტერიტორიულ წყლებში, შობის კუნძულთან, გემი ჩაიძირა, რომელზეც 200-ზე მეტი ავღანელი დევნილი იყო. კატასტროფამდე ეკიპაჟმა უბედურების სიგნალის გადაცემა მოასწრო, რის შემდეგადაც სამაშველო ოპერაციებში ინდონეზიელი და ავსტრალიელი მაშველები და სატვირთო გემები ჩაერთვნენ. ბოლო მონაცემებით, საზღვაო კატასტროფას 100 კაცი ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, გემი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩაიძირა.