რომნი დათანხმდა - კვირის პალიტრა

რომნი დათანხმდა

მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორის მიტ რომნის გადაწყვეტილებას, წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე, მხოლოდ მისმა უფროსმა ვაჟმა და მეუღლემ დაუჭირეს მხარი, დანარჩენი 4 ვაჟი წინააღმდეგი იყო. ამის შესახებ მათ განაცხადეს სატელევიზიო კომედიურ შოუში. "ჩვენ ისედაც კმაყოფილი ვართ ცხოვრებით, ვფიქრობთ, ოჯახს ბევრი დააკლდება მამაჩემის გაპრეზიდენტებით, თუმცა, ქვეყნისთვის სწორედ მისწრებაა", - თქვა ერთ-ერთმა ვაჟმა.

რომნი და მისი ოჯახის წევრები მორმონები არიან, 65 წლის რომნის 18 შვილიშვილი ჰყავს. სავარაუდოდ, აგვისტოს დამლევს რესპუბლიკური პარტია ოფიციალურად წამოაყენებს მას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად.