"მადნეული" და "კვარციტი" გაიყიდა
ოქროს მომპოვებელმა კომპანია "ჯეოპრო მაინინგმა" "მადნეული" და "კვარციტი" რუსულ "კაპიტალ ჯგუფს" მიჰყიდა. გარიგების თანხად 204 მილიონი დოლარი სახელდება. "კაპიტალ ჯგუფის" აქციონერი დიმიტრი ტროიცკი მდიდარი რუსი ბიზნესმენების რეიტინგში 125-ეა (800 მლნ დოლარი). ამდენივე კაპიტალის მფლობელია მეორე აქციონერი დიმიტრი კორჟევი, რომელიც მდიდართა სიაში 123-ეა. "მადნეულისა" და "კვარციტის" გენერალურ დირექტორად ვახტანგ ფარესიშვილი დაინიშნა.