მატარებელი ბოძს შეეჯახა - კვირის პალიტრა

მატარებელი ბოძს შეეჯახა

28 ივლისს ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით მოძრავი სომხეთის მატარებელი გამთენიისას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ბოძს დაეჯახა.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის ქალაქ ვანაძორში ღამით ძლიერი წვიმა იყო. ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 00.05 საათზე სპიტაკ-გიურმის გზის მეორე კილომეტრზე გვირაბს ნაწილი მოსწყდა და ელექტროგადამცემი ბოძი დააზიანა. ბოძი მახლობლად გამავალ სარკინიგზო ხაზზე დაეცა. 02.35 საათზე კი, ამ გზაზე ერევანი-ბათუმის მატარებელმა გაიარა, რომელიც გზაზე დაგდებულ ბოძს შეეჯახა.