სამინისტროდან "თელასში" - კვირის პალიტრა

სამინისტროდან "თელასში"

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ზურაბ არსოშვილი "თელასის" კომერციულ დირექტორად დაინიშნა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, არსოშვილის სახელმწიფო უწყებიდან კერძო სტრუქტურაში წასვლა შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკავშირდებოდეს, რომლის მიხედვითაც, მას "თელასის" შეძენა სურს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ არსოშვილის მისია ამ სავარაუდო გარიგების ჩაშლა იყოს.