შავი პიარი კალაძისთვის - კვირის პალიტრა

შავი პიარი კალაძისთვის

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კახა კალაძე მილანში ე. წ. კანონიერ ქურდებს - ჯემალ მიქელაძეს, თეიმურაზ ნემსიწვერიძეს და ვლადიმერ ჯიბლაძეს შეხვდა. ვეტერანი ფეხბურთელის პრესმდივან ოთარ ჩრდილელის თქმით, ეს მორიგი შავი პიარია, რომელსაც არავინ დაიჯერებს. ჩრდილელმა ჟურნალისტებს შეახსენა კალაძის 14 ივნისის განცხადება, რომელშიც ფეხბურთელი აღნიშნავდა, რომ ხელისუფლება მისთვის მორიგი შავი პიარის აგორებას აპირებდა და ამისთვის იტალიაში შსს-ს წარმომადგენელიც ჰყავდა მივლინებული (ვრცლად იხ. გვ. 13, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).