ბაქრაძის ინიციატივა - კვირის პალიტრა

ბაქრაძის ინიციატივა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პერიოდში ყველა საკაბელო ქსელმა ყველა სატელევიზიო არხი უნდა გადასცეს. "შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რატომ საარჩევნო პერიოდში? პასუხი მარტივია, - საზოგადოდ, საკაბელო და სატელევიზიო მაუწყებლებს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება კერძოკომერციული მოლაპარაკებაა. სახელმწიფო, ბუნებრივია, კერძო ბიზნესურთიერთობაში  მინიმალურად უნდა ჩაერიოს, მაგრამ საარჩევნო პერიოდი არის ძალიან სპეციფიკური თავისი შინაარსით, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებულობასა და ინფორმაციის თავისუფლებას", - განაცხადა ბაქრაძემ. Pპარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა მოიწონეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ასევე კამპანია "ეს შენ გეხება" მონაწილეებმა, რომელთა საკანონმდებლო ინიციატივა კანონში "მაუწყებლის შესახებ" სწორედ მსგავს ცვლილებას ითვალისწინებს (ოღონდ მუდმივად და არა განსაზღვრულ პერიოდში).

როგორც პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა განმარტა, "წინასაარჩევნო პერიოდი" გულისხმობს დროს არჩევნების ოფიციალურად დანიშვნიდან მის დასრულებამდე (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).