აღსრულების ბიურო ამოქმედდა - კვირის პალიტრა

აღსრულების ბიურო ამოქმედდა

აღსრულების ბიურომ წარმოებაში მიიღო დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯარიმა - 74.325.065 ლარი აქვს გადასახდელი. აღსრულების ბიურომ "ქართუ ჯგუფისა" და "ქართუ ბანკისგან" აქციონერთა შესახებ მონაცემები გამოითხოვა. სავარაუდოდ, აღსრულების ბიურო ამ ბიზნესორგანიზაციებში ივანიშვილის წილის დაყადაღებას და ამ გზით ჯარიმის ამოღებას აპირებს.