"ჯარიმას არ გადავიხდი" - კვირის პალიტრა

"ჯარიმას არ გადავიხდი"

"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ კონტროლის პალატის ოქმების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს, რადგან აბსურდული და უკანონოა. მისი თქმით, არც "ქართუ ჯგუფში" და არც "ქართუ ბანკში", რომელიც 2 მაისს თავის შვილს, უტა ივანიშვილს გადასცა, წილი არა აქვს. "ხელისუფლებას ყველაფრის დაყადაღება შეუძლია და ფაქტები არ სჭირდება. "საჩხერესა და ბაკურიანში ქონება ჩემს სახელზე მაქვს და, ალბათ, დააყადაღებენ. მათთვის არა აქვს მნიშვნელობა, ჩემს გვარზე არის თუ არა ქონება. სადაც გამივლია ან ვცხოვრობ, შეუძლიათ ყველაფერი დააყადაღონ. მე მათ ქმედებას ვერ განვმარტავ", - განაცხადა ივანიშვილმა. "ქართული ოცნების" ლიდერმა ჟურნალისტებს ისიც გაუმხილა, რომ პრეზიდენტის მილანში შოპინგი ფოტოებზე კახა კალაძის ორგანიზებით აისახა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).