პარტიების ფინანსები - კვირის პალიტრა

პარტიების ფინანსები

კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ოდენობის შეწირულობები მიიღეს პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა 2012 წლის 1-ლი იანვრიდან 19 ივნისამდე. ამ პერიოდში ყველაზე მეტი შეწირულობა "ნაციონალურ მოძრაობას" მიუღია - 1.768.492 ლარი, მეორე ადგილზეა საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება", რომელსაც 492.917 ლარი შესწირეს. სხვა პარტიების მონაცემები ასეთია: "თავისუფალი დემოკრატები" - 208.179 ლარი,  "რესპუბლიკური პარტია" -147.456 ლარი, "ახალი მემარჯვენეები" - 116.451  ლარი, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - 54.526 ლარი, "ქდმ" - 50.000 ლარი, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - 43.923 ლარი, "ედპ" - 12.660 ლარი.