მანდატურების საკითხი შესასწავლია - კვირის პალიტრა

მანდატურების საკითხი შესასწავლია

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აზრით, სკოლებში მანდატურების ინსტიტუტის საკითხი შესასწავლია. როგორც უწმინდესმა ბრძანა, "ბავშვების აღზრდაში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მშობლებს, ეკლესიასა და სკოლას და მათ ახალი თაობის სიყვარულით აღზრდაზე უნდა იზრუნონ. "ჩვენ კი ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ზედამხედველებად მანდატურები დავუნიშნეთ. ისინი კი არ ზრდიან ბავშვებს, მათ ენის მიმტანებად აქცევენ თავიანთ მასწავლებლებსა და მეგობრებზე. ამიტომ ეს საკითხი შესასწავლია. შიშით ვერ გავზრდით შვილებს, მხოლოდ სიყვარულითა და კეთილი სიტყვით უნდა აღვზარდოთ. მადლობა ღმერთს, რომ ვცხოვრობთ დროში, როდესაც გვაქვს ორი სასულიერო აკადემია და ათობით სასულიერო სასწავლებელი. მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის", - ბრძანა უწმინდესმა და დასძინა, რომ წინა პატრიარქების დროს ამგვარი რამ წარმოუდგენელი იყო (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).