დიპლომატების შეფასებით პანკისის ხეობაში ვითარება მშვიდია - კვირის პალიტრა

დიპლომატების შეფასებით პანკისის ხეობაში ვითარება მშვიდია

სოფლების დუისისა და ჯოყოლოს მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ  პანკისის ხეობაში ვითარება

მშვიდია.

"აქ არაფერი ხდება ისეთი, რამაც შეიძლება შეშფოთება გამოიწვიოს. ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსახლეობის პრობლემებზე და თბილისში დაბრუნების შემდეგ ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეიძლება მათი დახმარება"", - განაცხადა ირანის ელჩმა საქართველოში მოჯთაბა დამირჩილუმ.

შვედეთის ელჩის მოადგილე ანდრეას ტუბისონის განცხადებით, ვითარება, რომელსაც იგი  ადგილზე გაეცნო, არ ადასტურებს რუსეთის ბოლოდროინდელ განცხადებებს. "აქ დაძაბულობა კი არა, დაძაბულობის არავითარი ნიშნებიც არ არის. რუსეთმა უნდა დაასაბუთოს თავისი განცხადებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უპასუხისმგებლო საქციელად ჩაითვლება"", - განაცხადა შვედეთის ელჩის მოადგილემ.