"მთელი სასაზღვრო ზოლი რისკის შემცველია" - კვირის პალიტრა

"მთელი სასაზღვრო ზოლი რისკის შემცველია"

საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, გელა ბეჟუაშვილის შეფასებით, რისკის შემცველად მხოლოდ პანკისის ხეობის დასახელება რუსეთის "შემოგდებული

პროვოკაციაა".

"საფრთხეს მთლიანი სასაზღვრო ზოლი წარმოადგენს, რადგან შეიძლება სხვადასხვა პროვოკაციისთვის გამოიყენონ. სარისკო ზონაა საზღვაო ზოლიც", - აღნიშნა ბეჟუაშვილმა და ამ რისკების პრევენციის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ამ რისკების ლოკალიზებისა და პრევენციის რესურსი აქვს.