დატყვევებული ქართველები გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

დატყვევებული ქართველები გაათავისუფლეს

ქარელის რაიონის ხუთი მკვიდრი, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, გაათავისუფლეს. პოლიციის შიდა

ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განაცხადა, რომ ხუთივე გატაცებული თავს კარგად გრძნობს, მათზე ფიზიკური ზეწოლა არ მოუხდენიათ.

ასევე გათავისუფლებულია საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც რუსმა მესაზღვრეებმა 26 ოქტომბერს დააკავეს და ჯერ ახალგორში, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებდა. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით კი საქართველოს მოქალაქეები რუსმა მესაზღვრეებმა დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს.