დებატები ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში - კვირის პალიტრა

დებატები ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში

ბოლო პერიოდში პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიასთან დაკავშირებით საპატრიარქომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში დებატები

მოითხოვა.

"საზოგადოებრივი  მაუწყებლის" ხელმძღვანელობა საპატრიარქოსთვის პირდაპირი ეთერის დათმობაზე ტექნიკური პრობლემების გამო აცხადებდა უარს. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძის  განცხადებით, საპატრიარქოს პირდაპირი ეთერი მხოლოდ სტუდიების  განახლების შემდეგ დაეთმობოდა, მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მხარდამჭერი საზოგადოების წარმომადგენლებსა და თეა თუთბერიძესა და მის თანამოაზრეებს შორის დებატები სარემონტო სტუდიაში გამართულიყო. როგორც სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა ლევან გახელაძემ განაცხადა, დებატების მოთხოვნით "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ორივე მხარემ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. სტუდიებში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომაც გართულდა შესაბამისი ადგილის გამოძებნა. (!)