"ეროვნული ფორუმი" საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"ეროვნული ფორუმი" საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ

"ეროვნული ფორუმი" ქვეყნის ტერიტორიული რღვევისაკენ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილის

ინიციატივას თვითმმართველობის მუნიციპალური ორგანოების მიერ ადგილობრივი რეფერენდუმების ჩატარების თაობაზე.

როგორც ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახა შარტავამ განაცხადა, ეს საკონსტიტუციო ცვლილება ქართული სახელმწიფოსთვის საბედისწერო საფრთხეს შეიცავს და მისი განხორციელების შემთხვევაში არაქართველებით დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებში სეპარატიზმის გაღვივებით დაინტერესებულთ შესაძლებლობა მიეცემათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ლეგალიზებულად, რეფერენდუმის გზით  დაარღვიონ.

"ეროვნული ფორუმის" განცხადებით, ამ ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში.