კოლორადო სტიქიის ზონაა - კვირის პალიტრა

კოლორადო სტიქიის ზონაა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კოლორადოს შტატი სტიქიის ზონად გამოაცხადა. კოლორადოში ხანძარი მეხის ჩამოვარდნის შემდეგ დაიწყო. ტყიდან ცეცხლმა დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწია. ქალაქ კოლორადო-სფრინგსში 346 სახლი დაიწვა, ჰაი-პარკში კი - 257. არის მსხვერპლიც. ხანძარი შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებლად აღიარეს. კოლორადოს გუბერნატორმა დახმარება ფედერალურ ხელისუფლებას სთხოვა.