პოლიტიკური სკანდალი ბრიტანეთში - კვირის პალიტრა

პოლიტიკური სკანდალი ბრიტანეთში

გასული საუკუნის 60-იან წლებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრი კონსერვატიული პარტიიდან რეიმონდ მოუბი ჩეხოსლოვაკიის ჯაშუში აღმოჩნდა. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა პრაღაში აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, მოუბი ამ სოციალისტურ რესპუბლიკას სხვადასხვა მნიშვნელოვან საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა და ჰონორარის სახით 100 ათას გირვანქა სტერლინგს იღებდა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო და ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს. რეიმონდ მოუბი 1990 წელს გარდაიცვალა.