იუნესკო 2013 წელს იმსჯელებს - კვირის პალიტრა

იუნესკო 2013 წელს იმსჯელებს

სანქტ-პეტერბურგში გამართულ იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ ბაგრატის ტაძრის საკითხის განხილვა 2013 წლამდე გადაიდება. მიმდინარე წლის სექტემბრისთვის საქართველოში ჩამოვლენ იუნესკოს ექსპერტები, რომლებიც ბაგრატის ტაძარში, მცხეთასა და გელათში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ. იუნესკო, ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ექსპერტების დასკვნის საფუძველზე მიიღებს. თუმცა საქართველოს კულტურის მინისტრ ნიკა რურუას ინფორმაციით, ნებისმიერ შემთხვევაში, ბაგრატის ტაძრის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღების საკითხი მოხსნილია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).