წყალდიდობა სამეგრელოში - კვირის პალიტრა

წყალდიდობა სამეგრელოში

წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ და მეწყერმა  სამეგრელო მნიშვნელოვნად დააზარალა. ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტებში დაიტბორა სოფლები, მოსახლეობას დაეხოცა შინაური ცხოველი და ფრინველი, დაინგრა ხიდები. მძიმე მდგომარეობა იყო დიდინეძში,  ჯიხაშკარში, გრიგოლიშში, კორცხელში, ოდიშში, პირველი მაისში, ხეთაში, ხიბულაში, ნაკიფუში, ლეწურწუმეში, ახუთში, ფახულანსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტიქიის გამო ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა და დაზარალებული რაიონები მოინახულა.