საგანელიძე გადააყენეს - კვირის პალიტრა

საგანელიძე გადააყენეს

დავით საგანელიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს. საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილის განცხადებით, ბოლო დროს  საგანელიძის მხრიდან გახშირდა არაკორექტული გამონათქვამები და  უმრავლესობამ მის მიმართ ნდობა დაკარგა. საგანელიძემ კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა: "კარგად მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა "ქართულ ოცნებაში" ჩემი გაწევრების გამო მიიღეს". საგანელიძე თანამდებობიდან 33 ხმით, არც ერთი წინააღმდეგი, გადააყენეს. კენჭისყრაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.