ინციდენტი მერეთში - კვირის პალიტრა

ინციდენტი მერეთში

გორის რაიონის სოფელ მერეთში "ქართული ოცნების" ლიდერისა და მოსახლეობის შეხვედრა შეხლა-შემოხლის გამო ჩაიშალა. ფიზიკური დაპირისპირება ივანიშვილის სოფლის მცხოვრებლებთან გასაუბრების შემდეგ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ჩხუბის ინიციატორები გორის თვითმმართველობისა და შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები არიან. მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ტატიშვილის კომენტარიც: '"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ცუდი ფაქტი ჩვენი მხრიდან იყო. დაპირისპირება არ შეიძლება". პოლიციამ მომხდარში ოთხი პირი დაადანაშაულა და დააკავა. ფაქტები შეისწავლა სახალხო დამცველმაც, რომლის თქმითაც, დაკავებულებს შორის ზემოხსენებული სამსახურების მოხელეები არ არიან (ვრცლად იხ. გვ. 4, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).