პროვოკაციის მცდელობა - კვირის პალიტრა

პროვოკაციის მცდელობა

არასამთავრობო ორგანიზაცია "სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრი" ხელისუფლებას მორიგი პროვოკაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 27 ოქტომბერს ტელეკომპანია "მაესტროს" შენობიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე გადაცემა "საკანი #5"-ის სტუმარი იყო, მის ავტომობილს სამი მანქანა აედევნა. დაახლოებით 2 კილომეტრის გავლის შემდეგ ვახუშტის ხიდზე მათ მანქანები გააჩერეს და პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ, რის შემდეგაც ბიწაძემ "მაესტროს" შენობაში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ამის შემდეგაც განაგრძეს მისი თვალთვალი.

"ამ პროცესს შორიახლოდან საპატრულო პოლიციის ორი მანქანაც აკონტროლებდა"", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. თავად ბიწაძე ამ ფაქტს მისი დაშინების კიდევ ერთ უშედეგო მცდელობად აფასებს.