პროკურატურა ჩხარტიშვილს მოსყიდვაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

პროკურატურა ჩხარტიშვილს მოსყიდვაში ადანაშაულებს

მთავარი პროკურატურის მტკიცებით, დადასტურდა ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემის არსებობა, რომელშიც მონაწილეობენ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული საზღვარგარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები.  პროკურატურის განცხადებით,  ფონდ "ქომაგში" დარეგისტრირებულ პირებს ფულს ურიცხავენ ოფშორული კომპანიები და ჩხარტიშვილზე ფინანსურად დამოკიდებული პირები - ნატალია კოზიუპა, კატრინა პავლოვა, რიჩარდ ჯეი ტეილორი და სხვები, რომელთაც საქართველოსთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ვანო ჩხარტიშვილის თქმით კი, ზემოხსენებული "კომპრომატი" ხელისუფლებამ იმიტომ შეთითხნა, რომ  საერთაშორისო სასამართლო დავა წააგო, რომლის დროსაც მის წინააღმდეგ "ბრმა იარაღად" იყენებდა ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს. მას არც "ქომაგთან" და არც "ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ აქვს.