მორიგი ჯარიმები - კვირის პალიტრა

მორიგი ჯარიმები

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კონტროლის პალატის შუამდგომლობა და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები 2.383.097 ლარით დააჯარიმა. სანქციის მიზეზად დასახელდა ის, რომ  პარტიებს შპს "მენეჯმენტს სერვისისთვის" უკანონო შემოწირულობა უკან არ დაუბრუნებიათ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, კოალიციის სუბიექტების ანგარიშები დაყადაღდება, რაც გაართულებს "ქართული ოცნების" მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას. კოალიციის ადვოკატების სარჩელმა სააპელაციო სასამართლოში შედეგი არ გამოიღო.