ყადაღა - კვირის პალიტრა

ყადაღა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო "ქართუ ბანკის" აქციების 100%-ს, "ქართუ ჯგუფის" აქციების 100%-ს და "პროგრეს ბანკის" აქციების 21.7%-ს. ყადაღა აქციებს მას შემდეგ დაედო, რაც ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 74.325.065-ლარიანი ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა. აღსრულების ბიუროს განმარტებით, ივანიშვილის ქონების მოძიების პროცესში, ეროვნული ბანკიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ "ქართუ ბანკის" აქციების 100%-ს ფლობს  "ქართუ ჯგუფი", რომლის აქციების 100%-ისა და "პროგრეს ბანკის" აქციების 21.7%-ის მესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილი. "ქართული ოცნების" ლიდერის ადვოკატები ივანიშვილის მიერ აქციების ფლობას მხოლოდ "პროგრეს ბანკში" ადასტურებენ. მათი თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, "ქართუ ბანკის" მესაკუთრეობის უფლება შვილს, უტა ივანიშვილს გადააბარა. შესაბამისად, ადვოკატები აცხადებენ, რომ ეროვნულმა ბანკმა შეცდომაში შეიყვანა აღსრულების ბიურო, დაყადაღდა მესამე პირის ქონება, რაც დანაშაული და ბიძინა ივანიშვილზე შურისძიებაა (ვრცლად იხ. გვ. 7, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).