მოქალაქეობაზე კვლავ უარი უთხრეს - კვირის პალიტრა

მოქალაქეობაზე კვლავ უარი უთხრეს

"ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე უარი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც უთხრა. მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულება, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, კანონიერი იყო. აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" ლიდერმა თავის დროზე ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებაზეც უარი მიიღო (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).