"არჩევნები ძალადობის გარეშე" - კვირის პალიტრა

"არჩევნები ძალადობის გარეშე"

"ვფიქრობთ, საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდში, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პროცესები დემოკრატიულად, ძალადობის გარეშე წარიმართება. მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილ იქნას კონკურენტული გარემო, სადაც ყველა კანდიდატი შეძლებს საკუთარი შეხედულების ქართველ ამომრჩევლამდე მიტანას", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა. მისი თქმით, აშშ საქართველოში რომელიმე პოლიტიკოსს ან პარტიას კი არ უჭერს მხარს, არამედ ქვეყანას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განმტკიცებაში. დიპლომატმა ბოლო დროს მომხდარ ინციდენტებსა და "გლობალ ტვ"-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ აღნიშნა: "საქართველოში საკმაოდ დიდი ხანია, ვიმყოფები და ვამჩნევ, რამდენად რთულია ფაქტებსა და შეხედულებებს შორის განსხვავების დანახვა" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).