NDI-ს რჩევები - კვირის პალიტრა

NDI-ს რჩევები

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში ნათქვამია, - ხელისუფლება ვალდებულია, სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები და ყველა მხარე თანაბარ პირობებში ჩააყენოს. NDI-ს რეკომენდაციით, ცესკომ,  პროკურორებმა და სასამართლოებმა პასუხი უნდა აგებინონ ამომრჩევლისა  და კანდიდატების უფლებების დამრღვევ პირებს. მისია  შეშფოთებულია ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციითა და ლიდერებს შორის დიალოგის არარსებობით. ორგანიზაციის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისგან მტრის ხატის შექმნა ჩვეულ ტაქტიკად იქცა და კვლავ ვრცელდება ინფორმაცია პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის, თანხების არასწორი ხარჯვის, საჯარო მოხელეების მოქრთამვის მცდელობისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პარტიებმა ამომრჩეველზე გავლენის მოსახდენად ფულის, საქონლისა და მომსახურების გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).