Must carry დაკანონდა - კვირის პალიტრა

Must carry დაკანონდა

პარლამენტმა ბოლო საგაზაფხულო სესიაზე, ერთხმად, 103 ხმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილება დაამტკიცა, რომლითაც Must carry -ს პრინციპი დაკანონდა. კანონის შესაბამისად, ავტორიზებული საკაბელო კომპანიები ვალდებული ხდებიან, საარჩევნო პერიოდში - არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის წინა დღემდე, ყველა მაუწყებლის ტრანზიტი განახორციელონ. საკაბელო კომპანიებმა ვალდებულება არჩევნების დანიშვნიდან ერთი დღის განმავლობაში უნდა შეასრულონ. საპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აღნიშნული პრინციპის ამოქმედების გადავადებას არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ითხოვდნენ, თუმცა მმართველმა გუნდმა ეს მოთხოვნა არ გაიზიარა.