მერაბიშვილი პრემიერად დაინიშნა - კვირის პალიტრა

მერაბიშვილი პრემიერად დაინიშნა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. მერაბიშვილმა ამ პოსტზე ნიკა გილაური შეცვალა, რომელიც მთავრობას 2009 წლის 6 თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. მერაბიშვილი კი შს მინისტრი 8 წლის განმავლობაში იყო. ის სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელად 2004 წლის 31 დეკემბერს დაინიშნა (ვრცლად იხ. გვ. 3, 5, 8, 31).