"ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა" - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა"

"ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა და ის ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იყოს გამოყენებული. "ახალგაზრდების აღზრდაში მონაწილეობა ოჯახმა, სკოლამ და ეკლესიამ უნდა მიიღონ. ხშირად ახალგაზრდები მაქსიმალისტები არიან და სურთ, ყველაფერი ერთ წუთში გამოასწორონ - ქვეყანაში, ოჯახში ან საზოგადოებაში. ეს ასე ვერ ხდება. ყველაფერი თანამიმდევრულად უნდა სრულდებოდეს. ერთი დიდი ადამიანი ამბობდა, გამოვასწორებ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერსო, მაგრამ ვერ გამოასწორა"", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას. პატრიარქი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ადამიანს შეეძლოს სხვისი მოსმენა: ""თუ ადამიანს სხვისი მოსმენა არ შეუძლია და სურს, სულ თავად ილაპარაკოს, ის ვერაფერს გააკეთებს" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).