ნინო ბურჯანაძის აგარაკი ხელოვნების სკოლას გადაეცა - კვირის პალიტრა

ნინო ბურჯანაძის აგარაკი ხელოვნების სკოლას გადაეცა

ნინო ბურჯანაძის წყნეთის აგარაკი, რომელიც ორჯერ გაიტანეს აუქციონზე, მაგრამ მყიდველი არ გამოუჩნდა, ახალ მფლობელს მაინც გადაეცა. თბილისის მერიამ იგი

29-ე ხელოვნების სკოლას გადასცა. აგარაკს ბოლო წუთამდე იცავდნენ ბურჯანაძის წარმომადგენლები, მათ შორის ადვოკატი, რომელმაც მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე აგარაკის გადაცემა გააპროტესტა. მერიის განმარტებით კი შენობაში, სადაც  მოძრავი ქონება აღარ არის და ნათურებიც კი ჩამოხსნილია, მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა საჭირო აღარ იყო.