ზურაბ ნოღაიდელმა მოსკოვში შეხვედრები გამართა - კვირის პალიტრა

ზურაბ ნოღაიდელმა მოსკოვში შეხვედრები გამართა

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში "საქართველოს ხალხთა ასოციაციის" პრეზიდენტ გოჩა ძასოხოვის მიწვევით

ჩავიდა.

"როდესაც მოძმე ხალხებს შორის ურთიერთობა გაწყვეტის პირას არის მისული, განგაშის ზარების შემოკვრაა საჭირო. მოხარული ვარ, რომ ეს ღირსეული ნაბიჯი პირველად ზურაბ ნოღაიდელმა გადადგა", - აღნიშნა ძასოხოვმა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რუსეთის დედაქალაქში შეხვედრა გამართა ქართული, აფხაზური და ოსური დიასპორის წარმომადგენლებთან. ასევე შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ კარასინს. ”კმაყოფილი ვარ, რომ ჩემს ხედვასა და მიდგომებს ეთანხმებიან როგორც საქართველოს სათვისტომოში, ისე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში", - განაცხადა ნოღაიდელმა.  მას სჯერა, რომ ხელისუფლების ოპონენტები მოსკოვში მის ჩასვლას გაგებით შეხვდებიან და მსგავს ნაბიჯს თავადაც გადადგამენ.