აქცია - "თავისუფლება ცოტნეს!" - კვირის პალიტრა

აქცია - "თავისუფლება ცოტნეს!"

პარლამენტის შენობასთან საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლების მოთხოვნით ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა

არჩვაძემ და მისმა მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ცოტნე გამსახურდიას უდანაშაულოდ მიიჩნევენ და შეძახილით "თავისუფლება ცოტნეს!" მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ოჯახის ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებამ ცოტნე გამსახურდიას პროვოკაცია მოუწყო. ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ მეზობლის, დავით ბაჯელიძის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. მას უკვე შეეფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა.