რუსუდან კერვალიშვილს უჩივიან - კვირის პალიტრა

რუსუდან კერვალიშვილს უჩივიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილს უჩივიან. მოსარჩელეების, არსენაშვილისა და ცისკარიშვილის განცხადებით, "ცენტრ-პოინტის" ამხანაგობა "სატივე

2000"-მა, რომლის თავმჯდომარე ვალდებულების აღების დროს რუსუდან კერვალიშვილი იყო, ბინა არ ჩააბარა. საქმე ეხება "ლაგუნა ვერესთან" მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს. მოსარჩელეები იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, სადაც ""ცენტრ პოინტმა"" კორპუსები ააშენა. მოსარჩელეების განცხადებით, "ცენტრ პოინტის" ამხანაგობას მათთვის ბინა და ავტოფარეხი 2005-2006 წლებში უნდა მიეცა, მაგრამ ვალდებულება არ შეასრულა.