ბავშვი მე-5 სართულიდან გადმოვარდა
ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე 4 წლის ბავშვი მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით 4 წლის ნინო მარაქველიძე შინ მარტო იყო.
ჩამოვარდნისას იგი სარეცხის თოკებზე დავარდა, რითაც სიკვდილს გადარჩა. ბავშვი ქალა-ტვინის ზედაპირული ტრავმით შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში. ექიმების თქმით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.