სოდ-მა ინსტიტუტის რექტორი დააკავა - კვირის პალიტრა

სოდ-მა ინსტიტუტის რექტორი დააკავა

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამედიცინო ინსტიტუტ ''კავკასიის" რექტორი გივი იორამაშვილი დააკავეს. სამედიცინო ინსტიტუტის

რექტორმა გივი იორამაშვილმა  3.000 აშშ დოლარის საფასურად მოქალაქეს დაუმზადა  ყალბი დიპლომი, ხოლო შუამავალს - რატი რატიანს ამ თანხიდან 500 აშშ დოლარი გადასცა. იორამაშვილთან ერთად დაკავებულია რატი რატიანიც.