სოდ-მა ინსტიტუტის რექტორი დააკავა
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამედიცინო ინსტიტუტ ''კავკასიის" რექტორი გივი იორამაშვილი დააკავეს. სამედიცინო ინსტიტუტის
რექტორმა გივი იორამაშვილმა 3.000 აშშ დოლარის საფასურად მოქალაქეს დაუმზადა ყალბი დიპლომი, ხოლო შუამავალს - რატი რატიანს ამ თანხიდან 500 აშშ დოლარი გადასცა. იორამაშვილთან ერთად დაკავებულია რატი რატიანიც.