ყაჩაღებმა აფთიაქები ამოიჩემეს - კვირის პალიტრა

ყაჩაღებმა აფთიაქები ამოიჩემეს

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ფარმაცევტულ კომპანია GPS-ის აფთიაქს თავს დაესხნენ. დანით შეიარაღებული ორი პირი აფთიაქში შეიჭრა და გაიტაცა 400

ლარი. იმ დროისთვის აფთიაქში ორი ფარმაცევტი ქალი იყო, მათ ყაჩაღებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე "PSP-ს აფთიაქი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფთიაქში დაუდგენელი პირები შეიჭრნენ და თანხა წაიღეს.